პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით - 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას

ნახვები: 663 ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით - 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას

 

თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით - 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში.

 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სტიპენდიატები წარმოადგენენ ოჯახებს, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სტიპენდიატები სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების გათვალისწინებით შეირჩნენ.

 

პროექტის მხარდამჭერები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი 30-მდე კომპანიაა. დაფინანსებასთან ერთად, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს ასოციაციის წევრ კომპანიებში ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნაში დაეხმარებიან, მათთვის - პროფესიულ ტრენინგებსა და ლექციებს, ასევე ინგლისური ენისა და საბაზისო საოფისე უნარების განვითარებას უზრუნველყოფენ.

 

„მეამაყება, რომ ორივე ინსტიტუციას  წარმოვადგენ - ამერიკის სავაჭრო პალატას, როგორც მისი ვიცე-პრეზიდენტი და თიბისის, რომელიც მეორე წელია AmCham-ის საგანმანათლებლო პროექტის მთავარი პარტნიორია. პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჯამში უკვე 65 სტიპენდიატი მიიღებს უმაღლეს განათლებას, სრულ თანხვედრაშია თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებასთან - განათლებასთან. ჩვენ თავადაც ვართ ფართომასშტაბიანი პროგრამის - თიბისი განათლების ავტორი. მხოლოდ შარშან, 4600-ზე მეტ სტუდენტს და მოსწავლეს მათთვის საინტერესო უნარების განვითარების შესაძლებლობა მივეცით, 100-ზე მეტს კი დასაქმებაში დავეხმარეთ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე; Amcham-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა