მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიგი უგულავა - როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ „იმედია“

ნახვები: 765 გიგი უგულავა - როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ „იმედია“

თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ ტელეკომპანია „იმედია“ - საზოგადოების პოლარიზაციას ძალაუფლების ხელში მედიის პროპაგანდის იარაღად ქცევა იწვევს. როცა ეს ძალაუფლება ემხობა, სწორედ მისგან რადიკალურად დაპირისპირებული მეორე პოლუსი იღებს ძალაუფლებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, რითაც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ვერცერთი პოლიციელი ვერ გაბედავს მოქალაქისთვის ცხვირ - პირის დამტვრევას, მოსამართლე თეთრზე შავის თქმას, სახლში მისულს „იმედისმაგვარი“ რომ არ ეგულებოდეს, სადაც ჩართავს და დაინახავს მისი უკანონობის „გაპრავებას“ და მისგან დაჩაგრული ადამიანის კიდევ უფრო გათელვას.

„როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში სწორედ ტელეკომპანია „იმედია“, ისევე როგორც მეტწილად ჩვენ მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში, ისევე როგორც მემარცხენე მედიის გიჟურმა ისტერიამ დააბრუნა ტრამპი ოვალურ ოფისში. მაგალითები უამრავია და შორს წაგვიყვანს. ვერცერთი პოლიციელი ვერ გაბედავს მოქალაქისთვის ცხვირ - პირის დამტვრევას, მოსამართლე თეთრზე შავის თქმას, ბიუროკრატი უსისხლძარღვო უტიფრობას, სახლში მისულს „იმედისმაგვარი“ რომ არ ეგულებოდეს, სადაც ჩართავს და დაინახავს მისი უკანონობის „გაპრავებას“ და მისგან დაჩაგრული ადამიანის კიდევ უფრო გათელვას.

„ენით [სიტყვით] დაკოდილი“ გაგიგიათ ალბათ გამოთქმა. რომ არა ხელისუფლების ხელში ასეთი კოლექტიური „იმედი“, ძალაუფლების ერთ ხელში თავმოყრა ვერ მოხერხდებოდა. საზოგადოების პოლარიზაციას ძალაუფლების ხელში მედიის პროპაგანდის იარაღად ქცევა იწვევს. როცა ეს ძალაუფლება ემხობა, სწორედ მისგან რადიკალურად დაპირისპირებული მეორე პოლუსი იღებს ძალაუფლებას. დიახ, ასეა! თუ „ქოცი“ დაემხო, „ნაცი“ მოვა ხელისუფლებაში. „ნაცი“ არა აუცილებლად პარტიული გაგებით ან კონკრეტული ადამიანებით, ვინც ამ პარტიას განვასახიერებთ, არამედ როგორც არსებული რეჟიმის აბსოლუტურად საპირისპირო, თუნდაც სხვა სახელით და სახეებით. აქ მე არ ვსაუბრობ რაა კარგი და რა ცუდი, და არც ტოლობის ნიშანს ვსვამ. ვსაუბრობ მოვლენების განვითარების კანონზომიერებაზე. ივანიშვილზე საშინელება ვერ მოვა, რადგან ივანიშვილი რუსია. ივანიშვილს მოვიშორებთ, მაგრამ ინფორმაციული მოწამვლის პრობლემა კვლავ იარსებებს. ეს ყველაფერი ირაკლი რუხაძემ და სხვებმა, ვინც დღეს ივანიშვილის რეჟიმის ატლანტებს წარმოადგენენ კარგად იციან. ზოგი ტვინით ხვდება, ზოგიც კანით გრძნობს. უბრალოდ, ისინი ტუტსის ტომის ლოგიკით ცხოვრობენ. ბოროტებაა, როცა შენ გაოხრებენ, სიკეთე, როცა შენ აოხრებ. აი, ამ ტრაიბალიატური ინსტინქტის ძრავაა “იმედი”,- წერს უგულავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა