პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ჯო უილსონი - ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის

ნახვები: 656 ჯო უილსონი - ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის

ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის, ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკი, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. უილსონი ამ სიტყვებით ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც საქართველოს პრემიერი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

უილსონის თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

„ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის. ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკი და ამერიკის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება. ინაუგურაციაზე იყო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი, სალომე ზურაბიშვილი“, - წერს უილსონი.

ამასთან, კონგრესმენი მისი, სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

„მადლობელი ვარ, რომ მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცეს. მასზე უკეთ არავის ესმის აგრესორების დიქტატურული ღერძის საფრთხე - მისი ოჯახი კუბის ტირანულ რეჟიმს გაექცა. მადლობელი ვიყავი, რომ ის საქართველოს პრეზიდენტს შევახვედრე“, - წერს უილსონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა