საგამოძიებო სამსახური - ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება - გამოცხადებული ტენდერი მისი უკანონო დავალებით შეწყდა და გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე
Firefight continues in Myrnohrad center — AFU
Russian army strikes Sumy region nearly 60 times in 24 hours, casualties reported
Air Defense Forces neutralize 135 of 165 Russian drones
Emergency power outages introduced in several regions – Ukrenergo
War update: 103 clashes on frontline over past day, 33 attacks repelled in Pokrovsk sector
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 820 over past day
ლინდსი გრემი - ვლოცულობ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა გუნდმა ამ სახიფათო დროს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ლევან იოსელიანი - რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის

17.01.2025 ნახვები: 691

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მის მიმართ გაკეთებული შეფასებები, „თითქოს თვალს ხუჭავს მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე“.

აღნიშნულის შესახებ იოსელიანი „ფეისბუქზე“ წერს და აქციების მიმდინარეობის პერიოდში მის მიერ გაკეთებული განცხადებების ბმულებს აქვეყნებს.

„დღეს, ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა. მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი. მსაყვედურობენ, რომ თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

იმის დასტურად, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოგიდგენთ ჩემს მიერ აქციების მიმდინარეობის პერიოდში გაკეთებული განცხადებების მხოლოდ ნაწილს, რომელთა სრული ვერსიები თანდართულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ.

რაც შეეხება არჩევნების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: მე ვერ შევაფასებ არჩევნების გაყალბების საკითხს, ვინაიდან არ წარმოვადგენ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ის, რომ ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, ჩემი უფლებაა. არ მჯერა, რომ 100 000 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს. ეს რომ სიმართლე იყოს, მათი ნახევარი მაინც აქციაზე იქნებოდა. ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულება არ მინახავს. აქციის ორგანიზატორებისგან მოვისმინე, რომ ამის თქმის უფლება არ მაქვს, რაც უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ეს ტყუილები დაგაჯერათ.

რაც შეეხება საარჩევნო უფლების დარღვევის ფატებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდშიც ვაფიქსირებდი და შესაბამის რეაგირებას ვახდენდი ყველა ფაქტზე. იდენტიფიცირებული გვაქვს 110 სავარაუდო დანაშაულის შემთხვევა. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ზომები იქნა მიღებული. ამის დასტურადაც, შესაბამისი განცხადებების ბმულებს ვურთავ.

დაბოლოს, რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით (შეიძლება ადრე ასე იყო). მივალ იქ, სადაც დამიძახებენ და ჩემი აზრის მოსმენა დააინტერესებთ. სანამ მე ვარ სახალხო დამცველი, სიმართლე არ დაიმალება. რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ – მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

P.S შეეშვით აპარატის თანამშრომლების თაგვას, დანამუსებას და ზეწოლას, არ ხართ აქ ყველაზე პოპულარული ხალხი.

სახალხო დამცველის 28 ნომებრის განცხადება მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. https://ombudsman.ge/.sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის 29 ნოემბრის განცხადება: https://ombudsman.ge/.sakartvelos-sakhalkho-damtsveli...

სახალხო დამცველის განცხადება 28-29 ნოემბრის აქციის დაშლის შესახებ: https://ombudsman.ge/.sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციაზე დაკავებულები მოინახულეს: https://ombudsman.ge/.sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის განცხადება აქციაზე დაკავებულთა შესახებ: https://ombudsman.ge/.sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის განცხადება 29-30 ნოემბრის აქციის დაშლის შესახებ: https://ombudsman.ge/.sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის რწმუნებულები აქციებზე დაკავებული და დაზიანებული მოქალაქეების მონახულებას აგრძელებენ: https://ombudsman.ge/.sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის განცხადება: https://ombudsman.ge/.241203081257sakhalkho-damtsvelis...

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ამომრჩევლებისათვის პირადობის მოწმობის მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევის თაობაზე: https://ombudsman.ge/.sakartvelos-sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის განცხადება არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით: https://ombudsman.ge/.sakhalkho-damtsvelis...“,- აღნიშნულია იოსელიანის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა