ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი

მოსამართლემ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 პირი პატიმრობაში დატოვა

10.01.2025 ნახვები: 661

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულიმსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი "მონებო", "რუსებს" სკანდირებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით დაკავებულები - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ასევე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზეც გააკეთა განმარტება. როგორც ჯაჭვაძემ აღნიშნა, საქმის მოცულობის გამო, საგამოძიებო ვადის გაგრძელება არაერთხელ მომხდარა და ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელები და გვარები არაფერ შუაშია. აღნიშნულის შემდეგ ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 1000, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდნენ, ადვოკატების ნაწილი კი გირაოს ოდენობის განსაზღვრას სასამართლოს ანდობდა.

პროკურატურა ყველა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას შუამდგომლობდა. პროკურორები განმარტავდნენ, რომ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, რისთვისაც ბრალდებულებს თავისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლოა, ხელი შეუშალათ.

სხდომას ყველა ბრალდებული ესწრებოდა. ნაწილმა მათგანმა სიტყვითაც ისარგებლა. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა