მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რევაზ კიკნაძე მოსამართლეს - საერთოდ ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით სამშობლოს სიყვარულისთვის გულანთებული ამდენი ადამიანი?

ნახვები: 739 რევაზ კიკნაძე მოსამართლეს - საერთოდ ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით სამშობლოს სიყვარულისთვის გულანთებული ამდენი ადამიანი?

6 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯით ადამიანებს ქვის და ბოთლის, ან დამრგვალებული ქაღალდის ჰაერში სროლისთვის?, - ამ კითხვით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მიმართა.

მისივე თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც ჯგუფურობას ან ძალადობას დაადასტურებს.

"აქციაზე ყოველდღე დავდიოდი, ნიღაბი კი არა, პირბადეც არ მკეთებია. რა მიმალვის საფრთხე, ვის დავემალები, პირიქით, ყველამ გაიგოს.

ჯგუფური ძალადობაო - რას ნიშნავს ან ჯგუფური, ან ძალადობა? არცერთში მიმიღია მონაწილეობა. 50 დაკავებულიდან არცერთთან ზარი არ განმიხორციელებია, არანაირი სახის კონტაქტი არ მქონია, არგუმენტის მაგვარიც არაა ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით.

საერთოდ არ ვთვლი, რომ გირაო უნდა გადავიხადო, აქეთ ვარ დაზარალებული, მე რატომ უნდა ვიხადო გირაო, მაგრამ იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, 2000 ლარს გადავიხდი. საერთოდ ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით სამშობლოს სიყვარულისთვის გულანთებული ამდენი ადამიანი? 6 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯით ადამიანებს ქვის და ბოთლის, ან დამრგვალებული ქაღალდის ჰაერში სროლისთვის? 6 წლის შემდეგ ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა", - განაცხადა კიკნაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა