ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry

RFE/RL:მომავალი სახელმწიფო მდივნისგან კონგრესიდან ივანიშვილის გარემოცვიდან 26 პირის სანქცირებას ითხოვენ

ნახვები: 964 RFE/RL:მომავალი სახელმწიფო მდივნისგან კონგრესიდან ივანიშვილის გარემოცვიდან 26 პირის სანქცირებას ითხოვენ

ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს, სადაც ჩამოთვლილია იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ქართულ ოცნებასთან პოლიტიკურად და ბიზნესის კუთხით დაკავშირებულები არიან. რუბიოსადმი გაგზავნილ წერილში სწორედ ამ ადამიანების სანქცირებას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ მათივე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს და მას "ქართული ოცნების ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების, ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის შესახებ შეატყობინეს".

"ივანიშვილის „მაცოცხლებელთა"[enablers] ქსელი", - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ", - წერს რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით.

სიაში, რომელიც აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გაეგზავნა, არიან: 

„ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები":

ეკატერინა ხვედელიძე, ივანიშვილის ცოლი;
ალეკო ივანიშვილი;
შმაგი კობახიძე;
უჩა მამაცაშვილი.

ქართული ოცნების ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:

ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი;
კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე;
თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური;
გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი;
ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი;
კახა კალაძე, თბილისის მერი;
ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია როგორც დე ფაქტო პრემიერმინისტრი.

ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია და ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. ისინი მოხსენიებულები არიან, როგორც პარტიის იდეოლოგები.

კორუმპირებული ფინანსური გამაძლიერებლები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:

ირაკლი რუხაძე, იმედის მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე);
სოსო ფხაკაძე, ვისოლის დამფუძნებელი;
ხვიჩა მაქაცარია;
ირაკლი გილაური, საქართველოს კაპიტალის (Geo Capital) დირექტორი
ვანო ჩხარტიშვილი;
სულხან პაპაშვილი;
გიორგი კაპანაძე (რიჟა);
ილია წულაია, არქის დამფუძნებელი;
ნოშრევან ნამორაძე;
ვიქტორ ჯაფარიძე, პოსტივის მფლობელი, პარლამენტარი;

მოსამართლეები:

მიხეილ ჩინჩალაძე;
ლევან მურუსიძე.

რადიო თავისუფლება წყაროს თანახმად წერს, რომ წერილი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მოიცავს და მიმოიხილავს, როგორიცაა წინასაარჩევნო გარემო, სადავო არჩევნები, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და მედიის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების დევნა.

„მართალია, შეერთებულმა შტატებმა შესაქები ნაბიჯები გადადგა ივანიშვილის სანქცირებით, აუცილებელია, აღიარებულ იქნეს, რომ მის ძალაუფლებას ამყარებს „მაცოცხლებელთა“ ქსელი“, - წერია მიმართვაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა