უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
მსოფლიო პატრიარქი - სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია
მეუფე შიო - 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა
მსოფლიო პატრიარქი - განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია

ფორმულამ მოიპოვა წერილი, რომელსაც ვიზიტის გაუქმების შემდეგ კაუმა ორგანიზაციის წევრებს წერს

08.01.2025 ნახვები: 609

ფორმულამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას წერილი მოიპოვა, რომელსაც ის ორგანიზაციის წარმომადგენლებს წერს. წერილი 6 იანვრით თარიღდება და მასში გაუქმებული ვიზიტის გეგმებია განმარტებული.

კაუმა წერს, რომ ქართლმა ოცნებამ "მზაობა გამოხატა გადახედოს და ცვლილებები შეიტანოს" რუსულ კანონში, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველო ჯერ კიდევ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ეუთოს ვალდებულებებისა და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

ამასთან, კაუმა საუბრობს აქციების დროს "პოლიციელების არამართლზომიერი ქცევის" გამოძიებაზეც.

"ჩემი უპირველესი მიზანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა იყო, რათა ხელი შემეწყო დიალოგისთვის და იმ რეკომენდაციების შესრულებისთვის, რომლებსაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში მოიცავს. მე ასევე ვცდილობდი, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ერთგულება დამედასტურებინა.

როგორც ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ ოქტომბერში აღნიშნა, საქართველო ჯერ კიდევ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ეუთოს ვალდებულებებისა და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. გუშინ კონსტრუქციული დისკუსია მქონდა საქართველოს პრემიერმინისტრთან და მივესალმე საქართველოს ხელისუფლების სურვილს, ჩაერთოს ოდირის რეკომენდაციების განხორციელებაში. ჩემთვის იმედის მომცემი იყო, რომ ხელისუფლებამ მზაობა გამოხატა, გადახედოს და ცვლილებების შეიტანოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეახებ კანონში ინკლუზიური პროცესით საერთაშორისო გაერთიანებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით.

ვალდებულებების აღებით ზედმიწევნით იქნას გამოძიებული პოლიციელების არამართლზომიერი ქცევა აქციების დროს და შესაბამისი ქმედებებით იქ, სადაც საჭიროა. თუმცა ხელშესახები პროგრესი საჭიროებს ფართო დისკუსიას, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია"- წერს კაუმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტის შესახებ 5 იანვარს გახდა ცნობილი. ფაქტს უარყოფითად გამოეხმაურნენ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი და ბარიერგადალახული ოპოზიციის წევრები.

ოცნების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ პია კაუმას საქართველოში ვიზიტი დასტური იქნებოდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედგა, თუმცა 6 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო.

formula.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა