თემურ ჭყონია - „ბიზნესი ვერ გრძნობს კორუფციას“, არასწორი გამონათქვამია, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, უნდა გაწუხებდეს
ადვოკატი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დაკავებით გაოგნებულია
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
„სიენენი“ - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ „ჰამასმა“ ისრაელს იდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა
ნიუ იორკში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ზურაბ ჯაფარიძე - მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება
დაიწყო ოფიციალური პროცესი პრინც ენდრიუს სტილის, ტიტულებისა და პატივის ჩამორთმევის მიზნით

რომან გოცირიძე - ქართველი რიგითი დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას

08.01.2025 ნახვები: 815

დეპუტატებმა ხელფასები ორნახევარჯერ გაიზარდეს. ეს ზრდა „ჩვეულებრივ” დეპუტატებს ეხება, თორემ „არაჩვეულებრივების“ ანაზღაურება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, - ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, პარლამენტში ყოველ მეორე დეპუტატს „რაიმე სახის მოგონილი თანამდებობა აქვს“.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ქართველი რიგითი დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას.

„პარლამენტში ყოველ მეორე დეპუტატს რაიმე სახის მოგონილი თანამდებობა აქვს. მაგალითად, 16 კომიტეტის თავმჯდომარეს 38 მოადგილე ჰყავს, აქედან თითო კომიტეტში ერთი ე. წ. მანქანიანი მოადგილეა. გარდა იმისა, რომ ხელფასი მეტი აქვთ, პერსონალური მანქანაც ემსახურებათ. გამოდის, რომ მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეებს და მოადგილეებს, რომლებიც ყველა “ქართული ოცნების” წევრია, 32 პერსონალური ავტომობილი ემსახურება, რაც მძღოლის ხელფასთან, საწვავის, შეკეთებისა და დაზღვევის ხარჯებთან ერთად მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან.

ასევე მაღალხელფასიანი და „მანქანიანი” თანამდებობებია უამრავი ვიცე-სპიკერის, ფრაქციის თავმჯდომარეების, დროებითი კომისიებისა თუ სხვათა პოსტები. მსოფლიოს პარლამენტარიზმში არ მოიძებნება მეორე ისეთი ქვეყანა, სადაც უმრავლესობის ფრაქციაში შემავალ ყოველ მეორე დეპუტატს პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდეს. პარლამენტში სულ 50 პერსონალური ავტომობილია. ამაში არ შედის აპარატის დეპარტამენტების უფროსების და სხვა პირების მანქანები. ზოგიერთი მათგანის ხელფასი 10 ათას ლარს აღწევს.

კიდევ ერთი უნიკალური შემთხვევა-საქართველო ლიდერია ევროპაში დეპუტატის ხელფასის პენსიის ოდენობასთან შედარებით. ქართველი რიგითი დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას.

პარაზიტები, უსაქმურები და წურბელები-ასე შეიძლება დახასიათდეს ეს კასტა“, - წერს გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა