პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

რადოსლავ სიკორსკი - რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრი ევროპელი ფიქრობს

ნახვები: 662 რადოსლავ სიკორსკი - რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრი ევროპელი ფიქრობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა და უკრაინა, შესაძლოა, მალე აღმოჩნდნენ ზეწოლის ქვეშ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიძლება დათანხმება შეთანხმებაზე, რომელიც მოსკოვს ძალების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, - ინფორმაციას უკრაინული მედია RMF24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რა სახის გარიგებაზე შეიძლება დათანხმდეს გონივრული ევროპა? რა თქმა უნდა, არა გარიგებაზე, რომელიც მოსკოვს მოღონიერების საშუალებას მისცემს. ევროპა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის ლიდერები ფიქრობენ. რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრი ევროპელი ფიქრობს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა იმსახურებს მშვიდობას და სჭირდება მშვიდობა. მაგრამ, მისი აზრით, ეს უნდა იყოს მშვიდობა სამართლიანი პირობებით და არა კაპიტულაცია.

„სუვერენული უკრაინის გარეშე არ იქნება უსაფრთხო ევროპა. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და მისი მომავალი ევროკავშირშია“, - განაცხადა სიკორსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა