აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ურთიერთობებზე
National Bank demands Hungary to release Oschadbank cash-in-transit employees
Russia loses 950 troops, one air defense system in war against Ukraine over past day
Chaos in Middle East begins with Russia – Kallas
Marshal of Sejm of Poland and President of Romania discuss support for Ukraine
SSU reveals attack on Novorossiysk port: Russian frigate can no longer fire Kalibr missiles
Hungarian authorities take seven Ukrainian citizens hostage – Sybiha
MFA warns Hungary against using prisoner issue for political gain

ბობ ჰამილტონი - ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ

07.01.2025 ნახვები: 1157

ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს,- ამის შესახებ ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკმა და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის დირექტორმა, ბობ ჰამილტონმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია მის ლეგიტიმაციას ახდენს. გარდა ამისა, ჰამილტონის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის ისევე, როგორც ყველა სხვა ტიპის დახმარება, სამხედრო დახმარებაც უნდა შეწყდეს.

„საქართველო დასავლური მთავრობებისგან უფრო ნაკლებ ყურადღებას მიიღებს და უფრო ნაკლებ პრიორიტეტული გახდება. საქართველოს მნიშვნელობა დასავლეთისთვის - ევროპის, ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკისთვის ორ ფაქტორს ეფუძნებოდა: ერთი, ეს იყო იდეა, რომ საქართველო აშენებდა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ მმართველობას იმ სამეზობლოში, სადაც ეს ყველაფერი ძალიან იშვიათია და მას შეეძლო ამ რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი ყოფილიყო. მას ხედავდნენ, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობდა დემოკრატიზაციას, ლიბერალიზაციას... და თუ ეს პროცესი დასრულდება, საქართველო დასავლური მთავრობებისთვის პრიორიტეტების სიაში ძალიან დაბლა ჩაცურდება.

ვფიქრობ, სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას. ერთ-ერთი ის იყო, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ახალი წელი მიულოცა. (მოგვიანებით, გაკეთდა განმარტება, რომ ახალი წელი გენერალურმა მდივანმა ყველა პარტნიორი ქვეყნის ლიდერს მიულოცა) ეს ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელი იყო, ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს...

ამ მთავრობასთან ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია მის ლეგიტიმაციას ახდენს - მთავრობის, რომელზეც ვფიქრობ, დასავლური მთავრობების უმრავლესობა თანხმდება, რომ არალეგიტიმურია. ჩვენ უკვე ისეთი სიტყვების გამოყენებასაც კი ვიწყებთ, როგორებიცაა დე ფაქტო პრემიერი, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი... ასე რომ, თუ ასეთ ენას ვიყენებთ, მაშინ ნამდვილად არ უნდა ვაგრძელებდეთ ფორმალურ დიპლომატიურ კორესპონდენციას მათთან“,- განაცხადა ჰამილტონმა.

რაც შეეხება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ჰამილტონი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი გვიან გადაიდგა და შეიძლებოდა ეს 6 თვის, ან ერთი წლის წინაც გაკეთებულიყო.

მისივე თქმით, ივანიშვილის სანქცირება ასევე არის დე-ფაქტო აღიარება იმისა, რომ ქვეყანას ის მართავს.

„ივანიშვილის სანქცირება ვფიქრობ, ნამდვილად მისასალმებელია და საჭირო იყო. დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულიც კია. მაგრამ ეს აუცილებლად დააკისრებს მას საფასურს. ეს იქნება საზღაური საქართველოს მთავრობისთვის მისი ავტორიტარული შებრუნებისთვის, არა მხოლოდ ანტიდასავლური, არამედ - პრორუსული მიმართულებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მთავრობამ გამოიყენა სანქციების ის მექანიზმი და კანონმდებლობა, ის უფლებამოსილება, რომელიც საშუალებას იძლევა დაასანქცირონ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან.

ეს სიგნალი იყო ვაშინგტონიდან, თეთრი სახლიდან საქართველოს მთავრობისთვის, რომ ახლა ამერიკა საქართველოს ტრაექტორიას აი, ასე ხედავს - არა მხოლოდ როგორც მზარდად ავტორიტარულს და ზოგ შემთხვევაში ძალადობრივ ავტორიტარიზმს, მაგრამ ასევე იმ ევროპული მომავლისგან დაშორებას, რომელიც ქართველი ხალხის 80%-ის თქმით, მას სურს, და რუსეთისკენ მიბრუნებას. სანქციების გამოცხადება, და ის გზა, რაც ადმინისტრაციამ მის დასაწესებლად გამოიყენა, იმის თქმას ნიშნავდა, რომ ამერიკა ხედავს საქართველოს არა მხოლოდ როგორც ავტორიტარულს, არამედ ასევე, როგორც პრორუსულსაც.

კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც ამერიკას შეუძლია საზღაურის გასაზრდელად, სანქციების ივანიშვილის ოჯახზე და მის ახლობლებზე გავრცელება, როგორც ეს რუსეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში გავაკეთეთ. რაც უშუალოდ მისთვის და მისი ოჯახისთვის გაზრდის [ამ ქმედებებისთვის] საფასურს. თუ ვიგრძნობთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, შესაძლებელია სანქციების მის ოჯახზე და ახლო წრეზე გავრცელება. თუნდაც მთავრობის დასანქცირების გარეშეც კი, პირადად მისი პასუხისმგებლობის გაზრდა“,- განაცხადა ჰამილტონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა