პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ემანუელ მაკრონი - უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს

ნახვები: 665 ემანუელ მაკრონი - უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს

უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„უკრაინაში სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ იქნება. უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ და ამის გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ევროპელები იმედს უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე ამყარებენ, რაც მათი პასუხისმგებლობა იქნება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, უკრაინის კაპიტულაცია კარგი არც ევროპისთვის იქნება და არც აშშ-ისთვის.

„აშშ სიტუაციის ხასიათის შეცვლაში უნდა დაგვეხმაროს და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლაში უნდა დაარწმუნოს. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა იცის, რომ აშშ-ის გამარჯვების შანსი არ ექნება, თუ უკრაინა დამარცხდება. უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა