კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry
Enemy sabotage activity in Chernihiv and Sumy regions may increase — Demchenko
Russia awards commander of ship that fired flares at Danish Air Force helicopter

ჯო უილსონი - დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო

ნახვები: 1107 ჯო უილსონი - დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო

დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს".

“ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე.

სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ის პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს.

ასე რომ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავპატიჟე დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სტუმრად. სალომე [ზურაბიშვილი] შესანიშნავია. მოწვევა გავუგზავნე, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის.

ჩემი მოწვევით ჩამოდის ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ბულგარეთის ელჩი სტეფან სტოიანოვი. ტრადიციულად, უცხოელ სტუმრებს ვპატიჟებ, რათა აღვნიშნოთ ტრამპის გამარჯვება…

ცხადია, არსებობს ომის დამნაშავე პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან, და ყველა მათგანი მუშაობს ივანიშვილთან - მილიარდერთან, რომელმაც საქართველოში არჩევნები გააყალბა.

კიდევ ერთხელ, დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებულივ ვარ, ის აღიარებს, რომ [საქართველოში] გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ქართველი ხალხი ისევე მამაცია, როგორც უკრაინელი ხალხი, როგორც ახლა სირიის ხალხი და როგორც, მე მჯერა, ერთ დღეს, ირანის ხალხი იქნება", - განაცხადა უილსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა