მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად

ნახვები: 823 ვოლოდიმირ ზელენსკი - მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად

უკრაინა ელოდება, რომ მისი შეიარაღებული ძალებისთვის შეერთებული შტატები ორშაბათს დიდ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს თავდაცვის ძალების სტაბილიზაციის სამუშაოებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე.

"ვიცი, რომ მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად - ხვალ ველით ოფიციალურ განცხადებას: მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი სამხედროებისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან მის დიალოგზე. მისი თქმით, განიხილეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე ინვესტიციები მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა