ამერიკელმა კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.
მისი თქმით, სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს.
„ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უარყოფენ CCP-ს [ჩინეთის კომუნისტური პარტია] და ირანის მარიონეტული რეჟიმის ფიქტიურ ინსტალაციას. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს“, - წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ