მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ამერიკის ხმა: ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

ნახვები: 944 ამერიკის ხმა: ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. განცხდება ამის შესახებ "ამერიკის ხმას" სახელმწიფო დეპარტამენტმა მიაწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილი, საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალსა და დემოკრატიას ძირს უთხრის.

"ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ქმედებებმა დაასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობა საქართველოში. მეტიც, მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადაახვევინა - მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. ამან შედეგად, ქვეყანა რუსეთისადმი მოწყვლად მდგომარეობაში ჩააგდო, ქვეყნისადმი, რომელიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.

"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ "ქართული ოცნების" ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობით, მათ შორის მის განგრძობით და ძალადობრივ რეპრესიას საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის ფიგურების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები ერთგულია იმისა, რომ წაახალისოს ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი", - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია აღმასრულებელი ბრძანებით, ნომერი 14024, რომლის თანახმადაც, პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც პირდაპირ ან არაპირდაპირაა ჩართული ან ცდილობს იყოს ჩართული იყოს ისეთ ქმედებებსა და პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებსა თუ საზღვარგარეთ, ასევე, რუსეთის ფედერაციის სახელით, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მის სასარგებლოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა