აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
Prince Harry arrives in Ukraine on unannounced visit
War update: 159 battles on front lines; 36 enemy assaults repelled in Pokrovsk sector
Defense forces strike oil facilities in Samara and Nizhny Novgorod regions
Russian military loses another 1,100 troops and 58 artillery systems in war against Ukraine
Tochytskyi: Ukraine expects more countries to join Special Tribunal agreement soon
Spain provides Ukraine with 100 VAMTAC armored vehicles and artillery shells
Due to aircraft shortage, Russia returns worn-out equipment to service — intelligence

Washington Examiner -- კორუმპირებული ავაზაკების ჯგუფი, რომელთაც სურთ საქართველოს კონსტიტუცია და ხალხი მორჩილებაში ჰყავდეთ - ქართული ოცნება“ არ არის არც ტრამპისა და არც ამერიკის მეგობარი

24.12.2024 ნახვები: 1037

„ქართული ოცნება“ თავდაჯერებით დებს ფსონს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი უგულებელყოფს მათ სისასტიკეს და კორუფციას. პარტიას სურს, რომ დონალდ ტრამპმა უგულებელყოს სახელმწიფო რესურსების ძარცვა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო ქალებსა და მამაკაცებზე თავდასხმები, - ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

„ქართულ ოცნებას“ ასევე სურს, რომ ტრამპმა არ შეამჩნიოს მისი ხვეწნა-მუდარა რუსეთისადმი, პრემიერ-მინისტრის დასწრება „ჰამასის“ ლიდერის დაკრძალვაზე და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ჩინეთის სტრატეგიული ინტერესების მიმართ, რამაც განაპირობა ის, რომ მთავრობამ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას პეკინთან და, როგორც ჩანს, არაკვალიფიციურ მხარდაჭერას ჩინეთის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, ტრამპი მის მიმართ იმავე მიდგომას გამოიყენებს, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ გამოიყენა, კერძოდ, „მიესალმება მის რიტორიკულ ქებას, ხოლო უგულებელყოფს ტრამპისა და ამერიკის უკეთესი ინტერესების აშკარა ღალატს“.

 "ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მკაფიო კონსტიტუციური მოთხოვნაა და ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მას. კანონიერი ვალდებულებების ამ ღალატის საპასუხოდ, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ხელისუფლების კონსტიტუციური ლოიალობის აღდგენის მოთხოვნით. "ქართულმა ოცნებამ" არანაირი სინანული არ გამოხატა. პირიქით, საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას მან უაზრო სისასტიკით მოახდინა რეაგირება. ასობით ადამიანი სასტიკად სცემეს და/ან დააკავეს კანონიერი საფუძვლის გარეშე. მედია ასევე გახდა ძალადობრივი სამთავრობო ბანდების მიზანმიმართული სამიზნე. აქ მთავარი ბოროტმოქმედი ბიძინა ივანიშვილია.

მიუხედავად იმისა, რომ ის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მხოლოდ ქაღალდზეა, ივანიშვილი ხელისუფლების მიღმა უმაღლესი ავტორიტეტია. მილიარდერმა ოლიგარქმა, ივანიშვილმა თავისი ფული რუსეთში პოსტსაბჭოთა ინდუსტრიის ძარცვით გამოიმუშავა. დღეს ის იყენებს თავის ძალაუფლებას უაზრო კორუფციისთვის, ანაწილებს სამთავრობო რესურსებსა და მომგებიან კონტრაქტებს, რათა მისი ოჯახის წევრებმა და მისდამი ლოიალურმა პირებმა სარგებელი ნახონ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ივანიშვილს დასჯას დაჰპირდა, მან ეს არ გააკეთა. ეს სისუსტე შეუმჩნეველი არ დარჩენილა ოლიგარქისა და მისი ნეპოტისტური ხელისუფლებისთვის. ისინი გრძნობენ, რომ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ, სერიოზული პასუხის მიღების გარეშე. ამას მივყავართ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. საკუთარ ხალხზე ძალადობის საპასუხოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული ურთიერთობა "ოცნების" მთავრობასთან.

თუმცა, "ქართული ოცნება" ამპარტავნულად დებს ფსონს, რომ ტრამპი უგულებელყოფს მათ სისასტიკეს და კორუფციას. პარტიას სურს, რომ ტრამპმა უგულებელყოს სახელმწიფო რესურსების ქურდობა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო ქალებსა და კაცებზე თავდასხმები. "ქართულ ოცნებას" ასევე უნდა, რომ ტრამპმა უგულებელყოს პარტიის ვედრება რუსეთის მიმართ, პრემიერმინისტრის ყოფნა ჰამასის ლიდერის დაკრძალვაზე და ჩინეთის სტრატეგიული ინტერესების მხარდაჭერა.

"ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ ტრამპი იგივე მიდგომას გამოიყენებს, როგორც უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის მიმართ. კერძოდ, მიესალმება [ორბანის] რიტორიკულ შექებებს, უგულებელყოფს ტრამპისა და ამერიკის უმაღლესი ინტერესების ღალატს.

ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი მის სატყუარას წამოეგება. ივანიშვილიც და "ქართული ოცნებაც" სწორედ იმას განასახიერებენ, რაც განსაზღვრავს ტრამპის პოლიტიკურ იდენტობას: კორუმპირებული ელიტა, რომელიც მოქმედებს უბრალო ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე. თავის მხრივ, ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს მისი ინტერესების წინააღმდეგ სანქციების, მათ შორის მეორადი სანქციების, წინაშე აღმოჩენის გამო. იგივეს შიში უნდა ჰქონდეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებასაც. აქ საკვანძო მომენტი ის არის, რომ "ქართული ოცნება" არ არის ტრამპის ან ამერიკის მეგობარი" | წერია სტატიაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა