მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს-ვარლამ გოლეთიან

ნახვები: 452 „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს-ვარლამ გოლეთიან

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პროცესი გონივრულ ვადაში თუ არ წარიმართება, პროტესტს კომპანია „ენკას" ოფისთან განაგრძობენ, სადაც ოფისის შესასვლელის პიკეტირებას მოახდენენ.

როგორც გოლეთიანმა დღეს გუმათის დასახლებაში, კარვებთან ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომ „ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

„არის თუ არა ის მზად, გვიპასუხოს ყველა კითხვაზე? მიგვაჩნია, რომ უამრავი კითხვა არსებობს როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ისე მის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, ასევე ხელშეკრულების ირგვლივ, რაზეც ხელისუფლება თავადაც საუბრობდა, მაგრამ ახლა ამაში მინისტრი პრობლემას ვერ ხედავს და ის აბსოლუტურ პრიორიტეტად ჰესის მშენებლობას მიიჩნევს. ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ რასაც ჩვენ 15 თვეა, ვითხოვთ, აბსოლუტურად არის იგნორირებული", - განაცხადა გოლეთიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა