მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

დონალდ ტრამპი - პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე

ნახვები: 730 დონალდ ტრამპი - პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურს.

„ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც სწრაფად მსურს - და პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამას - მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რაც ამ ომს საშინელს ხდის არის ის, რომ ჯარისკაცების რიცხვი, რომლებიც იღუპებიან, იზრდება. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა