მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რობერტა მეცოლა - ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს, ჩვენ ამ თხოვნას ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ

ნახვები: 736 რობერტა მეცოლა - ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს, ჩვენ ამ თხოვნას ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ

ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ევროპა მათ თხოვნას ქმედებებით უპასუხებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის სამეზობლოს, ბლოკმა ჩართულობა უნდა გააძლიეროს.

„რუსეთი აგრძელებს ჩარევას მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მიზნით და ჩვენი პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს. გაფართოება არ არის მხოლოდ მისწრაფება, ფაქტობრივად ეს არის გეოპოლიტიკური აუცილებლობა“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის

მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, რაც ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებას, ურყევი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების აღმოჩენას, რადგან მხოლოდ ძლიერი უკრაინა შეძლებს ძალის პოზიციიდან საუბარს.

„ჩვენ გვჭირდება გზა რეალური მშვიდობისკენ. უკრაინის შესახებ არაფერი არ უნდა გადაწყდეს უკრაინის გარეშე“, - აღნიშნა მეცოლამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა