მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიორგი გახარია - დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა - საქართველოს მოქალაქეებს რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები

ნახვები: 720 გიორგი გახარია - დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა - საქართველოს მოქალაქეებს რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები

რეჟიმს მოვუწოდებ ჟურნალისტებთან „მიაწვეს“ ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს. ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, არაადამიანური მოპყრობების, წამების შემთხვევები, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია უჭირს.

„რა უნდა შევაფასო?! რეჟიმს მოვუწოდებ ისევ ჟურნალისტებთან „მიაწვეს“ ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს. ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა დღეს ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, არაადამიანური მოპყრობების, წამების შემთხვევები. ამისთვის არიან ჩამოსულები და არა ვინმეს ლეგიტიმაცია მისცენ. ლეგიტიმაცია რომ უჭირს, სჯობს ჟურნალისტებთან დავას და დისკუსიას „მიაწვნენ“, იქნებ რომელიმე ჟურნალისტს წამოსცდეს და ლეგიტიმაცია მისცენ ჟურნალისტებმა მაინც“, - აღნიშნა გახარიამ.

გარდა ამისა, მან სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაც შეაფასა. როგორც გახარიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის შეფასებები უაღრესად მნიშვნელოვანია.

„დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა. დარწმუნებული ვარ, მისი ხმა გაგებული იქნება წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. რა თქმა უნდა, შეშფოთებების დრო აღარ არის. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 21 დღეა იცავენ ევროპულ ფასეულობებს, რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები. მათ არ სჭირდებათ მხოლოდ დიპლომატიური ვიზის გაუქმება, მათ სჭირდებათ კონკრეტული, ინდივიდუალური სანქციები, ადამიანებზე, ვინც დღეს ანგრევენ ევროპულ პერსპექტივას, არჩევნებს, ძალადობენ მოქალაქეებზე, უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული 500-ზე მეტი ადამიანი. აქ შეშფოთებების დრო არ არის, ქმედითი მხარდაჭერა გვჭირდება ყოველდღიურად, რათა თავი დავიცვათ, გადავარჩინოთ ევროპული ფასეულობები, ეს მათ ინტერესებშიც უნდა იყოს“,- აღნიშნა გახარიამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა