მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სალომე ზურაბიშვილი - დაკავებულები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ

ნახვები: 728 სალომე ზურაბიშვილი - დაკავებულები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ

დაკავებულები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მეორე მიმართულება, სადაც ევროპას მოქმედება შეუძლია, სამართლიანობაა და ეს არის ის, რასაც ევროპა იცავს. ჩვენ ციხეში მყოფი ასობით დაკავებული, რომელთაგან რამდენიმეს 9 წლამდე სასჯელი ემუქრება, სასწრაფოდ უნდა გავათავისუფლოთ. ასევე, საჭიროა ძალიან დიდი ყურადღებით დაკვირვება. ვიცი, რომ გუშინ რამდენიმე ელჩი სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა და მათზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვფიქრობ, სასამართლოებში მისვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამასთან, დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად ის ადამიანები, რომელთა ჩადენილი ქმედებები წამებად იქნა კვალიფიცირებული, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა