საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში გამოსვლისას - საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა

ნახვები: 668 სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში გამოსვლისას - საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა

საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავს, თავისუფლებისა და მომავლის მოტაცებას, გარკვეული გაგებით, დამოუკიდებლობის წართმევას.

უკვე 21 დღეა ხალხი ქუჩებშია. საინტერესო მოძრაობაა, რომელიც თავდაპირველად ღამით დაიწყო. შემდეგ, დღის განმავლობაში საზოგადოების ყველა ფენა გამოვიდა და ახლა მოძრაობა მთელ საზოგადოებას მოიცავს. მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მხოლოდ 21 დღე. ეს საპროტესტო აქციები გაიმართა არჩევნების შემდეგ, ეს საპროტესტო აქციები გაიმართა გაზაფხულზე, ეს პროტესტი გაიმართა, როდესაც მეორედ შემოიღეს რუსული კანონი. პროტესტი ყოველთვის იყო საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყოველ ჯერზე, როცა ქართველი ხალხი გრძნობდა საფრთხეს მათი თავისუფლების, ევროპულობისა და დამოუკიდებლობის წინაშე.

ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია. საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა