პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

რობერტა მეცოლა ქართველ ხალხს - გხედავთ, გისმენთ და თქვენს გვერდით ვდგავართ

ნახვები: 665 რობერტა მეცოლა ქართველ ხალხს - გხედავთ, გისმენთ და თქვენს გვერდით ვდგავართ

ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა.

მეცოლამ ევროპარლამენტის სახელით ქართველ ხალხს სოლიდაობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობენ, ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს, ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროპულ გზასთან შეუთავსებელია.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და სასანქციო ზომების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.

„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც უკვე ორი კვირაა თბილისისა და მთელი ქვეყნის ქუჩებში ევროპული მომავლისკენ მოწოდებით მშვიდობიანად გამოდის და ევროკავშირის დროშას აფრიალებს, როდესაც მათ თავს წყლის ჭავლის ნაკადი ესხმით. ქართველ ხალხს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და თქვენს გვერდით ვდგავართ. ეს პარლამენტი კატეგორიულად გმობს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეს ქმედებები საქართველოს ევროპულ გზასთან შეუთავსებელია. ჩვენი მოწოდება გადამწყვეტი ქმედებებია, მათ შორის სანქციების დაწესება პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და მოვუწოდებთ 27-ვე წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და ამ ზომების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მისივე თქმით, საქართველოს გვერდით დგანან და ევროკავშირის კარი ყოველთვის ღია იქნება.

„ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო. ევროპული მომავლისკენ გზაზე საქართველოს გვერდით ვდგავართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა