მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სალომე ზურაბიშვილი - უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული

ნახვები: 780 სალომე ზურაბიშვილი - უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და აკრიტიკებს.

„პრევენციული დაკავება: ახლა პოლიციას შეუძლია პრევენციულად დააკავოს პირები, იმის ვარაუდით, რომ მათ შეიძლება ჩაიდინონ დანაშაული წინასწარი დარღვევების საფუძველზე. დაკავება სასამართლოში წარდგენისთვის: პოლიციას შეუძლია დააკავოს პირები მხოლოდ სასამართლოში მათი წარდგენის უზრუნველსაყოფად“, - წერს პრეზიდენტი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ქართული გაზაფხული ელოდება.

„უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული“, - წერს პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა