ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო კოლეგიამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

ნახვები: 746 ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო კოლეგიამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს ე.წ. პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო.

დარბაზში იმყოფება კოლეგიის მიერ ე.წ. პრეზიდენტად ახლახან არჩეული მიხეილ ყაველაშვილიც.

ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224-მა ხმოსანმა მისცა. მას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს.

პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილია 1 ბიულეტენი.

პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა.

კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს ე.წ. პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.

შედეგების გამოცხადებას კოლეგიის წევრები ტაშით შეხვდნენ.

ცესკო-ს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს გადასცა და საარჩევნო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი ე.წ. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა