ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა
ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?

STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია-მსვლელობა

ნახვები: 696 STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია-მსვლელობა
 11 დეკემბერს, 17:00 საათზე, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია-მსვლელობა. მსვლელობა მოეწყობა განათლების სამინისტროდან პარლამენტისკენ.
ორგანიზატორების განცხადებით:
აქცია-მსვლელობა სრულად იზიარებს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს:
⭕️ მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას!
⭕️ მოვითხოვთ რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
⭕️ ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ.
⭕️ ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფას, მათ შორის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას.
 
"მოგმართავთ ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს", ნათქვამია გავრცლებულ ინფორმაციაში. 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა