საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

პრეზიდენტი - პარტნიორი ქვეყნის მეთაურები ვერ იტყვიან, „არ ვიცოდი“, ყველამ ყველაფერი იცის

10.12.2024 ნახვები: 691

ალბათ, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იგივე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ყველა ქვეყნის ლიდერს მიაწოდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ამის მერე ვერ იტყვიან „არ ვიცოდი“.

„იცით, რომ მივმართე ვეღარ დავითვლი, რამდენ ჩემ კოლეგას, ევროკავშირის კოლეგას და ალბათ, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იგივე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება.

დღეს, რადგან 10 დეკემბერია და ეს ტრადიციულად ხდებოდა, სადილი მქონდა 27 ელჩთან (27 -ვე არ არის საქართველოში, მგონი 23 ელჩი იყო), ყველას ძალიან კარგი „მესიჯი“ გადავეცი თავიანთი ქალაქებისთვის, რომ დღეს ამ ყველაფრის მიმართ რეაგირებით წყდება არა მარტო საქართველოს მომავალი, არამდე დღეს წყდება ამ რეგიონის მომავალი, ვრცელი რეგიონის - ჩვენ ვნახეთ სხვა ქვეყნებში რა შეიძლება კიდე მოხდეს, და ევროკავშირის პოლიტიკის და მის მიმართ ნდობის მომავალი. არ შეიძლება ისაუბრო და დიდი განცხადებები აკეთო და მერე არ იყოს მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, რომელიც ნამდვილად ახდენს ქვეყნის მომავალზე გავლენას და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ დღეებში 30-32 ინტერვიუ მივეცი ევროპულ და ამერიკულ მედია წარმომადგენლებს, სადაც ასახულია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. ამ ყველაფრისგან ერთადერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, რომ ამის მერე ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნის მეთაურები ვერ იტყვიან, რომ არ ვიცოდი. ყველამ, ყველაფერი იცის. ეს იყო ჩემი მოვალეობა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა