მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა

ნახვები: 738 აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა

მამიდის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა. აღნიშნულის შესახებ ეკა თირქია „ფეისბუქზე“ წერს და ამბობს, რომ ბიჭის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

„სასიხარულო ამბავი გვაქვს...ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე... რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით, თუმცა, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ეკა თირქია.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა