Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

რა შემთხვევაში და რა პროცედურებით ცხადდება საგანგებო სიტუაცია ქვეყანაში?

10.12.2024 ნახვები: 713

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ სანამ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რეჟიმი საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოაცხადებს. ასე ეხმიანება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კონსტიტუციონალისტი. ის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი 4-საფეხურიანია.

"საგანგებო მდგომარეობაზე მოკლედ: საგანგებო მდგომარეობას აცხადებს პრეზიდენტი (პრემიერისა და პარლამენტის მონაწილეობით).

ვრცლად:

  1. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ოთხსაფეხურიანია:

ა. პრემიერი პრეზიდენტს უკეთებს წარდგინებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ;

ბ. თუ პრეზიდენტი ეთანხმება ამ წინადადებას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას;

გ. შემდეგ პრემიერი თანახელმოწერით ადასტურებს მას;

დ. საგანგებო მდგომარეობას საბოლოოდ პარლამენტი ამტკიცებს აბსოლუტური უმრავლესობით, ანუ 76 ხმით. თუ აქედან რომელიმე რგოლი უარს იტყვის, საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდება;

2. საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ან მის ნაწილში;

3. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველა დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ დროს “ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას”. მიზეზებს შორის არის “მასობრივი არეულობაც”.

4. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ან მის მართვასთან თავდაცვის ძალები (ჯარი) აუცილებელ კავშირში არ არის. თუ საჭირო გახდა მისი გამოყენება, ამას სჭირდება პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის შეთანხმება;

5. საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტს უფლება აქვს გამოსცეს დეკრეტი, რომელსაც სჭირდება პრემიერის თანახელმოწერა და პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა.

დეკრეტით შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის ზოგიერთი უფლება, მათ შორის: გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების უფლებები.

სანამ სალომეა პრეზიდენტი რეჟიმი საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოაცხადებს. "ოცნება" ყაველაშვილს ფიცს, სავარაუდოდ, 29 დეკემბერს დაადებინებს და გამოაცხადებს პრეზიდენტად", - წერს ვახუშტი მენაბდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა