მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩვენ თქვენ გხედავთ! მსოფლიო გიყურებთ" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დემონსტრანტებს მიმართავს

ნახვები: 742 ჩვენ თქვენ გხედავთ! მსოფლიო გიყურებთ" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დემონსტრანტებს მიმართავს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბარბოკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მსოფლიო ქართველ ხალხს უყურებს. მათ, ვინც ღირსების დასაცავად ხმას იმაღლებს და უსამართლობას ებრძვის.

"ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას იმაღლებს ღირსების დასაცავად, ვინც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ. ვინც არ გაჩუმდა და ხმა აიმაღლა. მათ ვინც დგანან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ვინც ისე, როგორც ქართველები, ეწინააღმდეგებიან მთავრობისგან გამოტყორცნილ წყლის ჭავლს! ჩვენ თქვენ გხედავთ! მსოფლიო გიყურებთ. გამბედაობა თქვენი ძალაა - და ჩვენთვის ეს ვალდებულებაა, რომ დავდგეთ თქვენ დასაცავად და არამხოლოდ დღეს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ევროკავშირის ლიდერებს - ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში მარტა კოსს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს.

„რას იტყვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს, ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა. ხალხი იქ დემონსტრაციებს არა დამატებითი დასვენების დღეების ან უფრო მაღალი პენსიისთვის, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს. უკვე დაგავიწყდათ?'", - წერს მიხაილ როთი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა