მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

Anonymous - საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ

ნახვები: 953 Anonymous - საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ

საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ. ვდგავართ ქართველ ხალხთან და გიცხადებთ კიბერ-ომს, -  წერს ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-ი X-ზე

"საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ. თქვენმა მჩაგვრელმა რეჟიმმა, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობენ, ხალხის ნებას უღალატა. 

Anonymous კიბერ-ომს უცხადებს თქვენს რეჟიმს. თქვენი მცდელობები, გააკონტროლოთ ხალხი შიშითა და ძალადობით, წარუმატებელი იქნება, ისევე როგორც, თქვენი მცდელობები, გააჩუმოთ მათი ბრძოლა სამართლიანობისთვის. ინტერნეტი სიმართლისა და გათავისუფლების იარაღი, თქვენ წინააღმდეგ მოექცევა. 

Anonymous დგას ქართველ ხალხთან, როგორც მოკავშირეებთან ამ ბრძოლაში, ვაძლიერებთ მათ ხმას და ვურტყამთ მათ მჩაგვრელ სისტემებს", - წერია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა