თიბისი: საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია
165 combat clashes on the frontline, enemy attacks are most active in three sectors
Ukrainian air defense neutralizes two Russian Iskander missiles, 32 drones overnight
Russian army loses another 890 troops in war against Ukraine
Protests at summit in Anchorage to carry clear messages to Trump and Putin
Trump to hold virtual meeting with Zelensky and European leaders on Wednesday - media
Lasting and just peace must respect Ukraine's sovereignty - von der Leyen

ვინ ძალადობს ამას სჭირდება შესწავლა და გამოკვლევა - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

03.12.2024 ნახვები: 832

„რა თქმა უნდა, ძალიან გთხოვთ შვილო, ასეთ პროვოკაციულ შეკითხვებს რატომ სვამთ? მე გეუბნებით, რომ ყოველთვის საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ამაში ყველა მოიაზრება, პატრიაქრის პოზიცია უკავშირდება ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს, ქართველი ხალხის დაცვას, ქართველი ხალხის კეთილდღეობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სამართლიანობას, სიმართლეს, ღვთის მცნებების განტმკიცებას“, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ „ნეიშენ ჯორჯიას“ განუცხადა.

მამა გიორგი, დღეს საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, არ შევალ განცხადების განხილვაში, საპატრიარქო ძალადობას არ გმობს?

 

თქვენ ამაზე პასუხი გჭირდებათ? თქვენ არ იცით ჩვენი დამოკიდებულება?

 

საპატრიარქო ყოველთვის „გამარჯვებულების“, ხელისუფლების, ძალაუფლების მხარეს რატომ დგას მამა გიორგი?

 

არასწორად სვამთ კითხვას, საქართველოს საპატრიარქოს, მე ვგულისმობ საქართველოს პატრიარქის პოზიცია ყოველთვის სიმართლის მხარესაა.

 

ახლა, სიმართლე რა არის, შეგიძლიათ მითხრათ?

 

სიმართლე ეს არის, რომ პატრიარქის პოზიცია ყოველთვის არის ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვის, გაფრთხილების, რა თქმა უნდა სამართლიანობის და სიმართლის მხარეს. და კონკრეტულად თქვენ რაზეც მესაუბრებით...

 

მომავალი თაობა საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ არის?

 

რა თქმა უნდა, ძალიან გთხოვთ შვილო, ასეთ პროვოკაციულ შეკითხვებს რატომ სვამთ? მე გეუბნებით, რომ ყოველთვის საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ამაში ყველა მოიაზრება, პატრიაქრის პოზიცია უკავშირდება ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს, ქართველი ხალხის დაცვას, ქართველი ხალხის კეთილდღეობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სამართლიანობას, სიმართლეს, ღვთის მცნებების განტმკიცებას.

ეს ზოგადად ასეა, კონკრეტულად რა საკითხზეც მესუაბრებით ეს საკითხი მე არ ვიცი.

 

მე, როგორც მოქალაქეს ძალიან მინდა, რომ ჩემი ეკლესია ჩემს გვერდით იდგეს.

 

მომისმინე, შვილო, საკითხი, რომლის შესახებაც თქვენ მესაუბრებით, მე არ მინახავს. ლექცია ახლა დავასრულე. ჯერ არ მინახავს. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და გაარკვიოთ ეს რას ნიშნავს?! გაგცემენ აუცილებლად პასუხს.

 

მამა გიორგი თქვენ ხართ პროტოპრესვიტერი და თქვენი პოზიცია რა არის, გმობთ სახელმწიფოსგან ძალადობას ხომ? გმობთ ხომ, რასაც რობოკოპები ჩადიან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ? გმობთ თუ არა იმას, რომ 23 წლის ახალგაზრდა ისეთი ნაცემია, რომ კომატოზურ მდგომარეობაში, რეანიმაციაში წევს, სისხლის გუბეები დგას რუსთაველზე...

 

მომისმინეთ, ძალადობა ყოველთვის არის დაგმობილი ეკლესიის მიერ, ეკლესია ორივე მხარის ძალადობას გმობს.

 

მამაო, ამ შემთხვევაში ვინ ძალადობს? ახალაგზრდობა?

 

მომისმინეთ! ეკლესიისთვის ძალადობა მიუღებელია. ვინ ძალადობს ამას სჭირდება შესწავლა და გამოკვლევა.

 

დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე პროცესებს ადევნებთ თვალს, ვინ ძალადობს ვერ ხედავთ მამა გიორგი? ფაქტს გეუბნებით, 23 ბიჭი ისეთი ნაცემია, კომატოზურ მდგომარეობაშია, მამა გიორგი!

 

როგორც კი მეძლევა საშუალება, რა თქმა უნდა თვალს ვადევნებ.

 

თქვენ არ გინახავთ ნაცემი ბავშვები მამა გიორგი?

 

მომისმინეთ, მომისმინეთ, მომისმინეთ შვილო... ჩემი პოზიცია სრულად თანხმდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებას, პატრიარქმა ორივე მხარეს მოუწოდა და მე მთლიანად ვარ თანაზიარი პატრიარქის განცხადების.

 

მამა გიორგი, წინადადების თქმა, რომ რობოკოპების მეირ ბავშვებზე ძალადობას გმობთ არ შეგიძლიათ?

 

პატრიარქის განცხადებაში არის ყველაფერი ნათქვამი, ეკლესიისთვის ძალადობა ნებისმიერი მხრიდან მიუღებელია. ეკლესია არასდროს არავის მოუწოდებს ძალადობისკენ, არც მომიტინგეებს და არც დავუშვათ, მეორე მხარეს.

 

ვინ ძალადობს მამა გიორგი?

 

ძალადობა, დავუშვათ რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს არის მიუღებელი. ვინ ძალადობს ეს უნდა გამოიძიონ შესაბამისმა სამსახურებმა, მე არ ვარ გამომძიებელი.

 

ოდესმე რუსთაველზე მდგარხართ? გაზის ჩაგიყლაპავათ? უცემიხართ ვინმეს. იქ თქვენი მრევლია მამა გიორგი...

 

კი, კი.

 

როდის?

 

ძალიან გთხოვთ შვილო, ჯერ კიდე კომუნისტების დროს.

 

მამა გიორგი წინა ხელისუფლების დროს ჯერ კიდევ 7 წლის ვიყავი და არ მახსენდებით ქუჩაში, ყველა არქივი ვნახე თითქმის.

 

მომისმინეთ შვილო, მომისმინეთ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის პირებს უნდა მიმართოთ, ბოდიში ლექციაში უნდა შევიდე.

 

ესაუბრა ზუკა ნემსაძე

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა