საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს

რამდენი სპეცრაზმელი მცემდა, ვერ დავითვლი, წიხლებს და იდაყვებს მირტყამდნენ - აქციაზე ნაცემი აქტივისტი

ნახვები: 667 რამდენი სპეცრაზმელი მცემდა, ვერ დავითვლი, წიხლებს და იდაყვებს მირტყამდნენ - აქციაზე ნაცემი აქტივისტი

აქციაზე სასტიკად ნცაემი აქტივისტი დავით გოგილაშვილი "პირველებთან" მომხდარს იხსენებს. აქციის მონაწილე ამბობს, რომ სპეცრაზმელების ჯგუფი მას წიხლებს და იდაყვებს ურტყამდნენ. მისი თქმით, მან ალყაში მოქცევისას ძალოვანებს სთხოვა, რომ სახლში გაეშვათ, თუმცა როგორც კი მედიის კამერებიდან მოშორებით აღმოჩნდნენ, ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ. 

აქტივისტს ცხვირი აქვს გატეხილი და სახეზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. 

სადაც მე ვცხოვრობ, უბნის მაღაზიაში ამოვედი, საკვები ვიყიდე მე და ჩემი მეგობრებისთვის, ჩავედით თუ არა, ცუდ მომენტში მომიწია ყოფნა, ალყაში აღმოვჩნდი და არც გაქცევა დავაპირეთ. მე, ჩემი მეგობრები და მათი მშობლები ვიდექით, ვთხოვეთ, რომ გავიდოდით, არ ვაპირებდით არსად წასვლას, სახლში წავიდოდით და ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა გვითხრა, კი, ბატონო, გაგიშვებთო, გაგვიყვანა გვერდზე და შემოტრიალდა და უცებ ეცა ჩემი მეგობრის მშობელს. სადაც მე დამიჭირეს, ვიდეოში სადაც ჩანს, ტელეწამყვანებთან ერთად, იქ მოერიდათ ჩემი ცემა, არაფერი გაუკეთებიათ, როგორც კი ისეთ ადგილას გამიყვანეს, სადაც კამერები არ იღებდა, რამდენი მცმედნენ, მაგას ვერც კი დავასახელებ, წიხლებს მირტყამდნენ, იდაყვებს მირტყამდნენ, - ამბობს დაშავებული აქტივისტი. 

tv[pirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა