The Times - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობენ
Artemis II-ის მისიამ კაცობრიობის ისტორიაში დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილს მიაღწია
დონალდ ტრამპი - არ დაგვეხმარა იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სადაც გვყავს 45 000 ჯარისკაცი, რათა კიმ ჩენ ინისგან დავიცვათ, რომელსაც ძალიან კარგად ვუგებ, შემდეგ კი ნატო, ნატო არ დაგვეხმარა - ისინი არ გვჭირდება
დონალდ ტრამპი - ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სამიზნე სია გადასცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი თუ მზად იქნება, შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს
ისრაელმა ირანში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანა დაბიმბა
ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე

გიორგი გახარია - მთელი სამართალდამცავი სისტემა ნიღაბში უნდა იყოს?

30.11.2024 ნახვები: 549

როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაჰბრალდა და ცდილობენ დააბრალონ მშვიდობიან ახალგაზრდებს და მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამდნენ თავის აზრს. ითქვა, რომ მომიტინგეებმა სისტემური წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს, მაშინ როდესაც ნიღბიანი სამართალდამცავები, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, სრული თავისუფლება და ინდულგენცია ჰქონდათ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომლებიც არაპროვოცირებულად იქცეოდნენ, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, შსს-ს თანამშრომლებს, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებენ „ინდულგენცია“, „დღევანდელმა უკანონოდ, გაყალბებული არჩევნებით არჩეულმა პრემიერმა აჩუქა“.

„ჩვენ ნიღაბი უნდა ჩამოვხსნათ იმ პოლიციელებს, რომლის იდენტიფიცირებასაც ვერ ვახდენთ და ხშირ შემთხვევაში ადამიანებს თავს ესხმიან.

ორი დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოვიდა და თქვა - კანონი ამას არ განსაზღვრავსო და რა ვქნათ პოლიციელთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან ნიღაბში არიანო და გამოძიება მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდესო, თუ ვიპოვეთ ხომ კარგი და თუ ვერა, მაშინ არაფერი არ ხდებაო.

როდესაც სახელმწიფოს მეთაური სისტემურ თავდასხმას უწოდებს მშვიდობიან აქციას და მაგალითად წყლის ბოთლი, თავლებში მინათება და შეგინება მოჰყავს... ვნახეთ პოლიცია რუპორში როგორ აგინებდა საქართველოს მოქალაქეებს და მათ აპროვოცირებდა, რაც რა თქმა უნდა სამართლიანობისა და ღირსების მიღმაა.

ასევე სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობს, რომლებმაც, უბრალოდ თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, რომ ისინი მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ და მისი ერთგულები არიან. მათზე ხორციელდება ზეწოლა, მათ იბარებენ სუს-ის თანამშრომლები, მინდა მათ მხარდაჭერა გამოვუცხადო და ვთხოვო, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ სამსახური და უნდა გააგრძელონ სისტემაში შიგნიდან ქვეყნის ევროპული მომავლისა და ინტერესების დაცვა.

მთელი სამართალდამცავი სისტემა ნიღაბში უნდა იყოს? საერთოდ პოლიციელები არიან? ან საქართველოს მოქალაქეები არიან? ვინ არის ეს ხალხი, ნიღაბში თავიდან ბოლომდე აღჭურვილი, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს და წიხლებით სცემენ ჟურნალისტებსა და ახალგაზრდებს. ნიღბის ტარება სპეციალური დანიშნულების რაზმებს ევალება, ეს არ ეხება აღჭურვილობის გარეშე მყოფ, შავ ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს, ჩვეულებრივი შავრაზმელები არიან. თუ მაგარი ბიჭები არიან ნიღაბი ჩამოიხსნან, ნიღბებში საქართველოს მოქალაქეებსა და ბავშვებს, რომ სცემენ მაგრები არიან. ამ ხალხს რომ სახე უჩანდეთ, როგორ ფიქრობთ ეს ძალადობა არ შემცირდებოდა? ეს ინდულგენცია ვინ აჩუქა ამ ხალხს კანონმა თუ დღევანდელმა უკანონოდ, გაყალბებული არჩევნებით არჩეულმა პრემიერმა?

კეთილსინდისიერ პოლიციელებს, რომლებიც დაზიანდნენ, ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა