მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თბილისში დღეს ქალთა მარში გაიმართება

ნახვები: 454 თბილისში დღეს ქალთა მარში გაიმართება

თბილისში, დღეს ქალთა მარში გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში დასრულდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან.

“საქართველოში ემიგრაცია უმწვავეს პრობლემად რჩება. თითოეულ ჩვენგანს გვყავს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი, რომელიც იძულებითაა საზღვარგარეთ წასული. სიღარიბისა და უპერსპექტივობის გამო ოჯახები იშლება, თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში. გაყალბებული არჩევნებისა და დასუსტებული დემოკრატიის ფონზე, ქვეყანა ახალი ემიგრაციის მასშტაბური ტალღის საფრთხის წინაშე დგას. ეს არის დრო, როცა თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს: ვისია საქართველო? მათი, ვისაც სამშობლოს სიყვარული მართავთ, თუ მათი, ვინც ჩვენს მომავალს გვაკარგვინებს?

ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ("კოალიცია ცვლილებებისთვის",

"კოალიცია ძლიერი საქართველო", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“) ორგანიზებით, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება ქალთა მარში, რომელიც დასრულდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან პერფორმანსით.

მონაწილეებს მოვუწოდებთ, თან წამოიღონ ჩემოდნები ან დიდი ჩანთები, რომელთაც მზად არიან შეელიონ, რათა მარშის სიმბოლიკა კიდევ უფრო ხილული გახდეს. შემოგვიერთდი! ერთად გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, "კოალიცია ცვლილებებისთვის", "კოალიცია ძლიერი საქართველო", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა