კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქში, სამხედრო ბაზაზე საჰაერო იერიში განახორციელა

ნახვები: 598 უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქში, სამხედრო ბაზაზე საჰაერო იერიში განახორციელა

უკრაინის საჰაერო ძალები რუსეთის ნოვგოროდის ოლქში სამხედრო ბაზას უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. თავდასხმის სამიზნე გახდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს მე-13 არსენალი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული არსენალი მდებარეობს ქალაქ კოტოვოს მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 680 კილომეტრში. აღნიშნულ ბაზაზე ინახება ჭურვები არტილერიისთვის, ნაღმები ნაღმტყორცნებისთვის, რაკეტები „გრადის“, „სმერჩის“ და „ურაგანის“ რეაქტიული სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე „ისკანდერის” ტიპის რაკეტები, „ეს-300”-ის და „ეს-400”-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და საბრძოლო მასალა „ტორის” კომპლექსისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა