ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
23-24 აპრილს საქართველოში იწვიმებს
სალომე ზურაბიშვილი - ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას
მიხეილ სააკაშვილი - როგორ მოხდა, რომ „ოპოზიციის ალიანსმა“ განცხადება არ გააკეთა რეალურ პრობლემებზე, სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად
„ოპოზიციის ალიანსი" - საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა
თემურ ქეცბაია თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება
სკოტ ბესენტი - აშშ ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებს
დონალდ ტრამპი - თუ ჰორმუზის სრუტეს გავხსნით, ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ

საქსტატი - 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობა თითქმის 16 პროცენტით გაიზარდა

20.11.2024 ნახვები: 931

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 204.4 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 597.9 მლნ მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა – 45.0 პროცენტით, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 69.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 462.5 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 20.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 1 215.1 ათასი მგზავრი, რაც 21.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 247.4 ათასი მგზავრი, რაც 20.1 პროცენტით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 9.4 ათასი შეადგინა, რაც 15.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

რაც შეეხება სარკინიგზო გადაყვანებს, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 676.1 ათასი მგზავრი, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 327.0 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 46.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 658.9 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.4 პროცენტს შეადგენს და 8.2 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17.3 ათასი მგზავრი, რაც 11.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 79.2 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 20.8 პროცენტი. უწყების ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა