4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ჰინდი ენაზე გამოიცა

ნახვები: 486 შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ჰინდი ენაზე გამოიცა

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, 2020 წლის ოქტომბერში, ცნობილი გამომცემლობის, Yatra Books-ის მიერ პირველად გამოიცა ჰინდი ენაზე თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" (Sher Ki Khaal Wala Samant Shoorvir).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოემის თარგმანი ეკუთვნის ინდოელ პოეტსა და მთარგმნელს, დოქტორ ბჰუპენდერ აზიზ პარიჰარს, ხოლო ინდური სტილით შესრულებული ილუსტრაციები შექმნა მუმბაიში მოღვაწე მხატვარმა ონკარ ფონდეკარმა.

მათივე ცნობით, წიგნის შეძენა შესაძლებელია, როგორც ინდოეთში წიგნების მაღაზიებში, ასევე ელექტრონულად.

„აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" ჰინდი ენაზე გამოცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდოეთში საქართველოსა და ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის", ასევე საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას", - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა