ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

"ეს იყო უკიდურესი აუცილებლობა" - ეკა ბესელია დავით კირთაძეს ადვოკატირებას სთავაზობს

ნახვები: 601 "ეს იყო უკიდურესი აუცილებლობა" - ეკა ბესელია დავით კირთაძეს ადვოკატირებას სთავაზობს

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცესკოს წევრს, დავით კირთაძეს, რომელმაც დღეს ცესკოს თავმჯდომარეს შავი მელანი შეასხა, სიამოვნებით დაიცავდა.

ბესელია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არის ასეთი მუხლი - "უკიდურესი აუცილებლობა", რომელიც იურისტის თქმით, გულისხმობს "სიკეთის გადასარჩენად რაიმე ისეთის ჩადენას, რომელიც ფიქრობ რომ ამ სიკეთის გადარჩენისთვის გეხმარება".

ცესკო დღეს ჩადიოდა დანაშაულს, ამ დროს როცა სიკეთის გადარჩენა გინდა, შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინო, რაც იმაზე მძიმეა, ვიდრე კირთაძემ ჩაიდინა - ამბობს ბესელია. 

"თუ სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება, და მგონია, რომ ეს შაკარად პოლიტიკურ შინაარსს შეიცავს. რა ტიპის დაზიანება მიიღო ადამიანმა, ამას ჯერ ადგენს სასამართლო სამედიცინო ექხპერტიზა, ეს სავალდებულო წესია და ექსპერტიზის ჩატარებს შემდეგ დგინდება, მიიღო თუ არა ადამიანმა დაზიანება თუ უბრალოდ შეფერადდა, ისე როგორც ფერადდებოდა ის ფურცლები, რომლებიც ჟონავდა და თუ მიიღო, რა სიმძიმის დაზიანება იყო. როდესაც ეს სიმძიმე დადგინდება, შემდეგ ენიჭება კვალიფიკაცია. ახლა, მე რომ ვიცავდე, როგროც ადვოკატი კირთაძეს და სიამოვნებით დავიცავდი ასეთ ადამიანს, ვიტყოდი, რომ ეს არის "უკიდურესი აუცილებლობა" - რას ნიშნავს ეს იურისტების ენაზე, უფრო დიდი სიკეთის გადარჩენა რომ გინდა და ეს უფრო დიდი სიკეთეა, გადაარჩინო შენს ქვეყანაში დემოკრატია, სამართლიანობა და ა.შ. შეიძლება ამის გადასარჩენად მოიმოქმედო რაიმე ისეთი, რომელიც ფიქრობ რომ ამ სიკეთის გადარჩენისთვის გეხმარება. იმიტომ, რომ ცესკო დღეს, იმ მომენტში ჩადიოდა დანაშაულს და ამ დროს როცა გინდა რაღაცით ხელი შეუშალო, შეიძლება ამ დროს ისეთი რამ ჩაიდინო, რაც ამაზე მძიმეც შეიძლება იყოს, ვიდრე ამ ადამიანმა ჩაიდინა, ამიტომაც არის სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი, რომელსაც ჰქვია "უკიდურესი აუცილებლობა". მე ახლა წმინდა სამართლებრივ ქუდს ვუკეთებ ამას, დაცვის თვალსაზრისით, როგორ შევაფასებდი ამ ფაქტს იურიდიულად", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა