მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სალომე ზურაბიშვილი - როცა ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან მტკივა გული

ნახვები: 832 სალომე ზურაბიშვილი - როცა ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან მტკივა გული

როცა ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან მტკივა გული. დაკარგული შანსი სადღაცაა და ჩვენი მოსაპოვებელია ჩვენს მეგობრებთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული ქვეყნის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლა არის ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი და ნიშანი იმის, რომ ევროპა საქართველოს ხელიდან არ უშვებს.

„მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს, ევროპელი პარლამენტების დელეგაციას. ისინი 8 ქვეყანას წარმოადგენენ და არიან საქართველოს მართლაც ერთგული მეგობრები, რომლებიც პირველი დღიდან საქართველოს სახელმწიფოს, სახელმწიფოს მშენებლობას, მის ევროპულ გზას გვერდით უდგანან. თუ ჩვენ შარშან, დეკემბერში, მივედით იმ დონემდე, რომ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ეს ამ ჩვენი მეგობრების დამსახურებაა, რომ გვენდვნენ და მოგვანიჭეს ეს სტატუსი. ნდობის ნიშანი იყო ის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოსთვის, რომელიც ჩვენ დეკემბერში ვიზეიმეთ. როცა ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან ღრმად მტკივა გული. დაკარგული შანსი სადღაცაა და ჩვენი მოსაპოვებელია ჩვენს მეგობრებთან ერთად. მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, არის ამ ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი. ევროპა ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც არაერთხელ გამოიხატა ამ 33 წლის განმავლობაში. როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო ეჭვქვეშ, ყოველ ჯერზე საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა. ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ, პრაქტიკულად, 30 წელი ქუჩაში გაატარა იმიტომ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის მიმართ ხელისუფლების მიერ გადახვევა, ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში გაპროტესტებული. ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა