მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ბუნდესტანგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ნახვები: 1024 ბუნდესტანგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის განხილვა გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში დღე, 10 ოქტომბერს გაიმართა. 

რეზოლუციის ავტორები გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და ლიბერალ-დემოკრატიული პარტია არიან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ, მაგრამ ოცნების ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს აკრიტიკებენ.

რეზოლუციაში ბუნდესტაგი მოითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ რუსული კანონი ძალაში იქნება.

"ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ცენტრალურ ფასეულობებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ორ პრიორიტეტულ ნაბიჯს, კერძოდ, სამოქალაქოს საზოგადოების თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფასა და ევროკავშირისა და მისი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას", - წერია განცხადებაში.

გერმანელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ამ კურსით საქართველოს ხელმძღვანელობა მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის და ქვეყნის მომავალს ევროკავშირში  შეგნებულად აყენებს საფრთხის ქვეშ.

ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მიმართულებისა და ქვეყნის ევროპული კურსისთვის გადამწყვეტი იქნება. აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს. 

"მომავალი საპარლამენტო არჩევნების თანასწორობას და თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს. საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკის შინაარსებზე პატივისცემით და მშვიდობიანად კონცენტრაციის საშუალებას. საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა, ევროსაბჭოს და ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, თავისი მოქალაქეების ინტერესებში, პატივი უნდა სცეს და დაიცვას დემოკრატიული არჩევნების ეს ძირეული პრინციპები", - ვკითხულობთ რეზოლუციაში.

რეზოლუციაში LGBTQIA+ პირების უფლებების შემზღუდველი კანონისა და ოფშორების შესახებ კანონის გაუქმებაზეც არის საუბარი.

"მეტიც, ქართული ოცნება აღივებს შიშს სექსუალური უმცირესობების მიმართ და საარჩევნო მიზნებისათვის იყენებს დეზინფორმაციას და დევნას LGBTQIA+-ს წინააღმდეგ. გერმანიის ბუნდესტაგი დაუშვებლად მიიჩნევს LGBTQIA+ ადამიანების პოლიტიკური ანგარიშით ნაკარნახევ სტიგმატიზაციას და მათი უფლებების ბოლოდროინდელ მასიურ შეზღუდვას. ეს საქართველოს საზოგადოების დამატებით გახლეჩას უწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაში 654-მა ევროპარლამენტარმა მიიღო მონაწილეობა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 495, წინააღმდეგი იყო 73, თავი შეიკავა 86-მა.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და EU-ის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალურ სანქციები ბიძინა ივანიშვილს "საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა