პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ირაკლი ღარიბაშვილი - არის მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში შემცირდება ინფიცირების რაოდენობა

ნახვები: 658 ირაკლი ღარიბაშვილი - არის მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში შემცირდება ინფიცირების რაოდენობა

პანდემიის მართვის კუთხით ჯანდაცვის მინისტრს აქვს სრული კონტროლი, მიუხედავად იმისა, რომ 200 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, დაწოლა აბსოლუტურად არ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორზე, მინისტრი სრულად ფლობს და აკონტროლებს სიტუაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 1000-ზე მეტმა ოჯახის ექიმმა გაიარა განმეორებითი ტრენინგი, მათ შორის 100-ზე მეტი კოვიდკლინიკის მედპერსონალმა და სახელმწიფო მოქალაქეებს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს.

„რა თქმა უნდა, არც ერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე. რვა ათასზე მეტი ჰოსპიტალური საწოლია მობილიზებული, აქედან 6 ათასამდე არის ათვისებული, ანუ 2 ათასზე მეტი საწოლი გვაქვს თავისუფალი და პროცესი სრული კონტროლის ქვეშ არის. პროცესში ჩართულია 150-ზე მეტი ონლაინკლინიკა და რამდენიმე ასეული ოჯახის ექიმი. კონტროლი გვაქვს სრული და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ ზურაბ აზარაშვილს, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებითაც. არ მინდა, წინასწარ პროგნოზირება გავაკეთო, მაგრამ სამინისტროს გაკეთებული აქვს მოდელირება და არის მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ქვემოთ წამოვა, შემცირდება ინფიცირების რაოდენობა და ვფიქრობთ, მარტის ბოლოსთვის, აპრილისთვის სიტუაცია დასტაბილურდება", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემა სრულად მობილიზებულია, დღის განმავლობაში კეთდება ძალიან ბევრი ტესტი, მათ შორის იმაზე მეტი, ვიდრე საშუალოდ ევროპულ ქვეყნებში და ამ მხრივ საქართველო მართლაც გამორჩეულია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა