მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ირაკლი კობახიძე: „PVT-ის პირველადი მონაცემებით "ოცნებას" 4-ით ნაკლები მანდატი ერგებოდა“

ნახვები: 453 ირაკლი კობახიძე: „PVT-ის პირველადი მონაცემებით "ოცნებას" 4-ით ნაკლები მანდატი ერგებოდა“

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ "ოცნება" შეეცადა IშFED-ის უხეშ შეცდომაზე რბილი პასუხი ჰქონოდა, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამის მიუხედავად მცდარი განცხადება გაავრცელა.

"ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა განცახებაში შეიტანა 2 ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი. პირველი - თითქოს, შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე მაშინ, როდესაც PVთ-ის პირველადი მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა.

მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს - კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა" კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: "გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა", - ამბობს კობახიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა