კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry
Enemy sabotage activity in Chernihiv and Sumy regions may increase — Demchenko
Russia awards commander of ship that fired flares at Danish Air Force helicopter

წიგნი ადამიანზე და თავისუფლებაზე - გამოვიდა გეგე დადიანის რომანი „საშიში იდეალისტები“

ნახვები: 1100 წიგნი ადამიანზე და თავისუფლებაზე - გამოვიდა გეგე დადიანის რომანი „საშიში იდეალისტები“

გაყიდვაში გამოვიდა გეგე დადიანის რომანი „საშიში იდეალისტები“.

გეგე დადიანი, რომლისთვისაც  „საშიში იდეალისტები“ სადებიუტო რომანია, წინასიტყვაობაში განმარტავს, რომ წიგნი: ახალგაზრდებზეა, მშობლებზეა, რა თქმა უნდა მანკიერებებზე ჩვენს ირგვლივ და წარმატებებზე, ურთიერთობებზე და სიყვარულზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე, რწმენასა და ფარისევლობაზე.

„წიგნი ეძღვნება ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებიც არასოდეს დაიღლებიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, წიგნი ეძღვნება სახელმწიფოს“, - წერს ავტორი.

ხელოვნებთმცოდნეობის დოქტორის ლელა ოჩიაურის თქმით, წიგნი არის მოწოდება თავისუფლებისკენ.  

„მინდა ვურჩიო მოაზროვე ადამიანებს ამ წიგნის წაკითხვა. კარგი მასალაა აზროვნებისა და ფიქრისთვის. მთავარი რისკენაც არის მოწოდებული ეს ამბავი, ალბათ რისთვისაც დაიწერა ეს ყველაფერი, რა გზავნილიც გამოგვიგზავნა ჩვენ, თითოეულ მკითხველს, განურჩევლად ასაკის, სოციალური მდგომარეობის, თუ პოლიტიკური შეხედულების, რითაც ვიყოფით თითქოს ადამიანები, არის მოწოდება თავისუფლებისკენ“,- აცხადებს ლელა ოჩიაური.  

წიგნში ადამიანის ცხოვრება და ღირებულებებია აღწერილი. ინსტიტუციონალური და საზოგადოებრივი მანკიერებები  სახელმწიფოს მშენებლობის საკითხში. გმირის გარშემო განვითარებული მეგობრობის, სიყვარულის, სიკვდილის, ღირებულებითი ტრანსფორმაციის, ფსიქოლოგიური განსჯისა და გამარჯვებისთვის ბრძოლის ისტორია. თაობებისა და ინსტიტუციების ურთიერთობები.

წიგნის გაფორმება და პოსტერები ირაკლი ნაკუდაიძეს /IRAKKLIO/ ეკუთვნის, წიგნის მთავარი რედაქტორი - თამარ ნუცუბიძეა, არტ დირექტორი - ბაკურ თვრინელი, დიზაინერი - გიორგი ნავროზაშვილი, წიგნი გამომცემლობა დიდი ფაქტორმა დაბეჭდა.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ბიბლუსის ქსელში, ასევე მაღაზიებში სანტა ესპერანსა (ქ.თბილისი, სანქტ-პეტერბურგის 12) იერი (თბილისი, ქიქოძის 10), პარნასი (თბილისი. ჭავჭავაძის გამზ. 22), შაქრო ბაბუა (თბილისი. ჭავჭავაძის გამზ. 17ბ), რუსთაველის 16 (თბილისი, რუსთაველის 16).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა