ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

Batumi Gaming Fest 2024 - გიორგი მამულაიშვილი: მედიის წარმომადგენლები არ თანამშრომლობენ ჩვენთან

ნახვები: 600 Batumi Gaming Fest 2024 - გიორგი მამულაიშვილი: მედიის წარმომადგენლები არ თანამშრომლობენ ჩვენთან

ვატარებთ კონფერენციებს მედიისთვის და მედიის წარმომადგენლები  არ თანამშრომლობენ ჩვენთან და არ მოდიან, - ამის შესახებ Batumi Gaming Fest 2024 -ის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიისას საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა.

კონფერენციის ფარგლებში დისკუსიაში მონაწილეთა მიმსამართით გაისმა მოსაზრება, რომ სათამშო ბიზნესი ერ ერთი ყველაზე დახურული - კარჩაკეტილი ბიზენესია. ეს იგრძნობა განსაკუთრებით მედიასთან თანამშრმლობის ასპექტებში. რეალურად არ კეთდება კომენტარები, დახურულია მთელი რიგი თემები. არსებობს ისტორიები, რომელთა თუნდაც გაქარწყლება ან დადასტურება რეპუტაციულად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თავად სფეროში წარმოდგენილი ცალკეული კომპანიებისთვის.

აღნიშნულის საპასუხოდ საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის მცდარი წარმოდგენა.

„სათამაშო ბიზნესი რომ ჩაკეტილია მედიასთან, მცდარი წარმოდგენაა. საქართველოში ჩვენ არასდროს არ გვითქამს უარი არც კომენტარზე, არც გამოსვლასთან მედიასთან, როგორებიცაა „ფორმულა“ „პირველი არხი“ „მთავარი არხი“ და ა.შ. ასევე გვაქვს ჩვენი ვებგვერდი სადაც არის სიახლეების განყოფილება და სადაც განთავსებულია სტატიები. ჩვენ ასევე ვატარებთ კონფერენციებს მედიისთვის და მედიის წარმომადგენლები პირიქით, არ თანამშრომლობენ ჩვენთან და არ მოდიან. ვცდილოთ მათ ავუხსნათ, თუ რა არის სათამაშო ბიზნესი, ვინაიდან მცდარი შეხედულება აქვთ სათამაშო ბიზნესზე - რადგან, რეალურად არ იციან ბრუნვა რა არის, შემოსავალი რა არის, და მოგება რა არის. სათამაშო ბიზნესი ყველაზე გახსნილი და ასე ვთქვათ ღიაა  თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი Batumi Gaming Fest 2024 გაიმართა, რომლის გენერალური სპონსორი იყო “Otium Casino Batumi”.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სათამაშო ბიზნესის კონფერენცია ხელისუფლების წარმომადგენლების, მასერტიფიცირებელი ორგანოების, ოპერატორების და დამაკავშირებელი ინდუსტრიების მონაწილეობით.

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიისას განიხილეს აზარტული თამაშების ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობა, შესაძლო განვითარების ვექტორები. ასევე იმსჯელეს ქართული სათამაშო ბიზნესის აქტუალურ პრობლემებზე.

Batumi Gaming Fest-ი, რომლის გამართვის ინიციატივა Plasma 8-ის დირექტორის ლავრენტი გუბინს ეკუთვნის, წელს მესამედ გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა