მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიორგი ქოჩორაშვილი - არასოდეს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო

ნახვები: 901 გიორგი ქოჩორაშვილი - არასოდეს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო

საქართველოს ნაკრებმა გიორგი ქოჩორაშვილის გოლით ალბანეთი დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. თამაშის დასრულების შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა, სადაც თქვა, რომ მან უპირველესად თავის თავს დაუმტკიცა, რომ დიდ ევროპულ ფეხბურთში წარმატებით თამაში შეუძლია.

"ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლების გადატანას შევძლებდი, არავის დავუჯერებდი იმ პოზიციიდან გამომდინარე მაგრამ არასოდეს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება. მადლობა ღმერთს რომ დღევანდელი დღე დადგა და ამაზე არ გავჩერდებით არც მე და არც ჩემი გუნდელები.

აღნიშვნა ბევრს ეშლება. Ჩჩემთვის კაპიტანი ამერიკაა, რომლის ისტორიაც ბავშვობაში ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ის შეუპოვრობა რომელიც მას ჰქონდა, ვფიქრობ, მეც გამაჩნია. ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა რომ სუსტი ვიყავი არ ვიქნებოდი მზად დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ ვფიქრობ რომ პირველი ჩემ თავს დავუმტკიცე რომ ამ დონეზე თამაში შემიძლია და შემდეგ ყველას დავუმტკიცე", - განაცხადა ქოჩორაშვილმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა