მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სუსმა პრემიერმინისტრი და მისი ოჯახი უდანაშაულოდ გამოაცხადა-ანტიკორუფციული მოძრაობა

ნახვები: 452 სუსმა პრემიერმინისტრი და მისი ოჯახი უდანაშაულოდ გამოაცხადა-ანტიკორუფციული მოძრაობა

ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით, სუს-მა პრემიერმინისტრის ცოლისთვის მიწების გადაცემის საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიება არ დაიწყო.

მოძრაობამ ნუნუ თამაზაშვილისთვის მიწების 49 წლიანი ვადით გადაცემის შესახებ სუს-ს მიმართა და მათგან მიღებული წერილი გაასაჯაროვა.

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ სუს-მა ფაქტობრივად სასამართლოს ფუნქცია შეითავსა და საპროცესო მოქმედებების ჩატარების გარეშე ღარიბაშვილის ოჯახი, ფაქტობრივად, უდანაშაულოდ გამოაცხადა.

„საქმის დეტალები და აღწერილობა კორუფციის შესახებ კანონით დადგენილ სტანდარტს აღემატება და ჩვენი აზრით არის ადმინისტრაციული ორგანოს არაკეთილსინდისიერი გარიგება ან პირდაპირ კორუფცია. თუმცა სუს-მა პასუხი მოგვწერა და ფაქტობრივად შეითავსა სასამართლოს ფუნქციაც და განაცხადა, რომ ის არ აპირებს გამოძიების დაწყებას და გამოძიებისა და ნებისმიერი საპროცესო მოქმედებების გარეშე შეაფასა, რომ აღნიშნულ ოპერაციაში დანაშაული ვერ დაინახა და ფაქტობრივად, პრემიერმინისტრი და მისი ოჯახი უდანაშაულოდ გამოაცხადა", - აცხადებს ლაშა ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ პრემიერმინისტრის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით, 49 წლით გადაეცა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, მისმა წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს მიმართა.

ტერიტორიის წლიური საწყისი ფასი 5 958 ლარი იყო. ინტერესი გამოხატა ერთმა ადამიანმა, ნუნუ თამაზაშვილმა და მანვე, ამავე აუქციონში 6 255-ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მტკიცებით, ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუ თამაზაშვილმა ტყის ფართობით სარგებლობის უფლება ელექტრონული აუქციონით მოიპოვა. სააგენტო ირწმუნება, რომ ამ აუქციონში მონაწილეობა ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეეძლო.


ეროვნული სატყეო სააგენტოს მტკიცებით, ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუ თამაზაშვილმა ტყის ფართობით სარგებლობის უფლება ელექტრონული აუქციონით მოიპოვა. სააგენტო ირწმუნება, რომ ამ აუქციონში მონაწილეობა ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეეძლო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა