პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers
Trump calls for 30-day unconditional ceasefire following phone call with Zelensky
Minerals deal ratified: Economy ministry expects extra documents to be signed next week
დონალდ ტრამპი - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

Telegram-ი: დუროვს დასამალი არაფერი აქვს

26.08.2024 ნახვები: 535

საინტერნეტო შეტყობინებების კომპანია Telegram-ის გუნდი გამოვიდა პირველი განცხადებით მას შემდეგ, რაც პარიზში დააკავეს ამ კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი.

Telegram-ის ბლოგში ნათქვამია, რომ დუროვს დასამალი არაფერი აქვს, რომ ის ხშირად მოგზაურობს ევროპაში, ხოლო საკუთრივ კომპანია იცავს ევროკავშირის კანონებს, მათ შორის ციფრული მომსახურების სფეროში.

"აბსურდია იმის მტკიცება, რომ პლატფორმას, ან მის მფლობელს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ პლატფორმის ბოროტად გამოყენებაზე" - წერია 25 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ Telegram-ით მსოფლიოს გარშემო სარგებლობს მილიარდამდე ადამიანი, და მას იყენებენ როგორც ურთიერთობის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების წყაროს.

საფრანგეთის მედიამ 24 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ პაველ დუროვი დააკავეს საფრანგეთში, ლე-ბურჟეს აეროპორტში. იგი დაკითხეს და გუშაგთა კონტროლის ქვეშ დატოვეს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბიზნესმენი ჩაფრინდა აზერბაიჯანიდან, კერძო თვითმფრინავით. საფრანგეთის ხელისუფლებას ამ საქმეზე ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებია.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი 25 აგვისტოს, დღისით იუწყებოდა, რომ პარიზის პროკურატურა პრესისთვის განცხადებას გააკეთებს ორშაბათს, 26 აგვისტოს. სააგენტო საკუთრივ პროკურატურის ინფორამაციას ეყრდნობოდა.

France-Presse წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაველ დუროვი სასამართლოს წინაშე ახლო მომავალში წარდგება. სააგენტოს ინფორმაციით, დაპატიმრების ორდერი გასცა საფრანგეთის უწყებამ, რომელიც ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს (OFMIN), და ორდერი გაცემულია წინასწარი გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიემართება შესაძლო დარღვევებს, მათ შორის თაღლითობას, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, კიბერ სივრცეში გავრცელებულ მუქარას, ორგანიზებულ დანაშაულს და ტერორიზმის პროპაგანდას. დუროვს იმაში ადანაშაულებენ, რომ მან არ გაატარა ზომები მისი პლატფორმის ბოროტმოქმედთა მხრიდან გამოყენების წინააღმდეგ. "საკმარისია Telegram-ის დაუსჯელობა"– France-Presse წერს, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთ გამომძიებელს, რომელიც გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ დუროვი პარიზში ჩაფრინდა, როცა იცოდა, რომ მას ეძებდნენ.

ტელეარხ TF1-ს წყაროებმა აცნობეს, რომ საფრანგეთის სამართალდამცველების ეჭვით დუროვი - როგორც მესინჯერის შემქმნელი - ხელს უწყობდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს და თაღლითობას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის მხარემ გაგზავნა ნოტა პაველ დუროვთან დაშვების მოთხოვნით, თუმცა პარიზი დუროვის საფრანგეთის მოქალაქეობას მიიჩნევს ძირითად ფაქტორად.

რუსული წარმომავლობის მქონე დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო. ბოლო წლებში ის ძირითადად ცხოვრობდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც Telegram-ის ოფისია განთავსებული. რუსეთი დუროვმა დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა.

დუროვის დაკავების შესახებ ინფორმაციამ სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის სხვადასხვა რეაქცია და უთანხმოება გამოიწვია. გამოცემა Agentstvo აღნიშნავს, რომ რუსეთის პროპაგანდამ მილიარდერის დაპატიმრება ფაქტობრივად თავისი მიზნებისთვის გამოიყენა. დუროვის დაპატიმრებას კრიტიკულად გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი - ისინი საფრანგეთის და დასავლეთის სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს ადანაშაულებენ ცენზურაში, "ორმაგი სტანდარტების" ქონაში, ასევე რუსოფობიაში.

რუსეთში - განსაკუთრებით ბევრი უცხოური სოციალური ქსელის დაბლოკვის პირობებში - Telegram-მა შეიძინა განსაკუთრებული პოპულარობა, მისით აქტიურად სარგებლობენ როგორც სახელმწიფო და კრემლის მომხრე ძალები, ისე დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და ბლოგერები.

თავად დუროვი თავს ლიბერტარიანელად მიიჩნევს, ის აცხადებდა, რომ Telegram-ი უნდა დარჩენილიყო თავისუფალ სივრცედ, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა ყველა სახელმწიფოსგან. დუროვი - რომელიც, "ფორბსის" შეფასებით 15.5 მილიარდ დოლარს ფლობს - უარყოფდა ეჭვებს მისი კავშირების შესახებ რუსეთის, ან რომელიმე სხვა სპეცსამსახურებთან. ამავდროულად, Telegram-ი აცხადებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან მოთხოვნის საფუძველზე მისი მესინჯერი მზად იქნება წაშალოს კანონსაწინააღმდეგო შინაარსი.

რადიო თავისუფლება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა