War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა

ნახვები: 431 ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა

ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი წარადგინა.

დავითაშვილი ამ დრომდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილს შეუნარჩუნდება ვიცე-პრემიერის თანამდებობა.

„მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ განვახორციელეთ ცვლილებები და ამის თაობაზე მინდა, საზოგადოებას ვაცნობო. ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ლევან დავითაშვილი. დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მის საქმიანობას. ლევანი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ბოლო ხუთი წელი მან ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევანი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად. იგი განათლებით არის ეკონომისტი, კარგი განათლება, ცოდნა აქვს დაგროვილი. მჯერა, რომ იქნება წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ის არის ვიცე-პრემიერი და შეუნარჩუნდება ეს თანამდებობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ნათია თურნავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურნავა გუნდში რჩება.

„რაც შეეხება ქალბატონ ნათიას, მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით მადლობა ვუთხრა მას გაწეული სამსახურისთვის. ის სამი წელი იყო ამ თანამდებობაზე მინისტრი, ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში. ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ნათიას აქვს თავის გეგმები და თავისი ხედვები, სურვილი. ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ. მინდა, მადლობა ვუთხრა და წარმატება ვუსურვო", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა